ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში პორტალ „კვირას“ მხარდაჭერით ფილმ „ზღვარის“ ჩვენება გაიმართა -ფოტოკოლაჟი

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის კინოკლუბში ახალგაზრდა რეჟისორის მარიამ ქაცარავას რომანტიკული მელოდრამის „ზღვარის“ ჩვენება გაიმართა. ჩვენებას 29-ე საჯარო სკოლის პედაგოგი ქალბატონი ქეთევან მუხიგული და ამავე სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები, მათი მშობლები და მასწავლებლები დაესწრნენ.
ფილმის ნახვის შემდეგ ისინი შეხვდნენ ფილმის შემოქმედებით ჯგუფს – რეჟისორს, მთავარ გმირებს -გიორგი მახარაძესა და ნათია კვაშალს, ოპერატორ ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილს და მათ კითხვები დაუსვეს. რეჟისორთან ერთად განიხილეს ესა თუ ის სიუჟეტი. შეხვედრას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები, რომელთა შორის იყვნენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.11128017_867873086605045_1430163145_n
მათ საკუთარი აზრი გამოხატეს ფილმის შესახებ. შეხვედრა ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკისა და საინფორმაციო – ანალიტიკური პორტალ “კვირას” მხარდაჭერით განხორციელდა, რომელსაც ორგანიზატორი, ჟურნალისტი ირმა მირზაშვილი უძღვებოდა.
ფილმი „ზღვარი” ახალგაზრდა რეჟისორმა ანა მხეიძის მოთხრობის „არჩევანი მე“-ს მიხედვით გადაიღო.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვის საერთაშორისო ფესტივალზე, სადაც 33 ქვეყნის წარმომადგენელი იყო ჩასული, მარიამ ქაცარავამ სპეციალური პრიზი დაიმსახურა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის რეჟისორებისგან საინტერესო შეთავაზებებიც მიიღო. ფილმის შინაარსი ასეთია: მთავარი გმირის, ნინის (26 წლის) ოჯახი დაინტერესებულია და აქტიურად არის ჩართული მის სარფიან დაოჯახებაში. ამის გამო მამიდა და ოჯახის სხვა წევრები ურიგებენ 30 წლის ბიზნესმენს – გიგის. ნინისთვის ეს გარიგება საინტერესო აღმოჩნდება. მათი შეხვედრები გრძელდება მანამ, სანამ უხერხულ სიტუაციაში ჩავარდნილი ნინი შემთხვევით არ გაიცნობს 30 წლის მხატვარ ზაზას, რომელიც არაჯანსაღ ცხოვრებას ეწევა. იგი ნარკოტიკების მომხმარებელია. ნინი არჩევანის წინაშე დგება, ან სიყვარული უნდა აირჩიოს, ან კეთილდღეობა. ფილმში მონაწილეობენ პროფესიონალი მსახიობები – ნათია კვაშალი, გიორგი მახარაძე, თამარ მაყაშვილი, ნინო ლეჟავა, ზაზა იაქაშვილი, ჯანო იზორია და სხვები.

17191_867859283273092_3107505103126045724_n

19111_867859319939755_6994338791307919939_n

19803_867859579939729_12509715339838773_n

1509256_867859109939776_2583194534503415092_n

10155849_867859416606412_2388801809685104304_n

11071939_867859443273076_6052455069595512398_n

11094687_867859226606431_3697792308895004515_n

11137029_867875429938144_790570877_n

11117767_867879589937728_958693794_n

11138174_867859663273054_5966106162662084093_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები