უკრაინის სასაზღვრო სამსახურის რვა ქვედანაყოფი რუსებს აქვთ ბლოკირებული

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის რვა ქვედანაყოფი რუსეთის სამხედროებს აქვთ ბლოკირებული, – ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ პაველ შიშოლინმა განაცხადა.
“ადამიანები ასრულებენ თავიან დავალებებს, მაგრამ მათზე წარმოუდგენელი ზეწოლა ხდება რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებისა და სპეცსამსახურების სხვადასხვა წარმომადგენლების მხრიდან. ხდება მათი ოჯახების მოსყიდვა, დაშანტაჟება, დაქირავება და მათზე ზეწოლა”, – განაცხადა შიშოლინმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები