მოსკოვში ოცი ადამიანი დააკავეს
მოსკოვში უკრაინის მხარდამჭერ საპროტესტო აქციაზე 20 – მდე აქტივისტი დააკავეს. აქციის წევრები და ორგანიზატორები ქვეყნის თავდაცვის სამინისტროსთან შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას მოუწოდეს, შეწყვიტონ მეზობელ ქვეყანასთან კონფლიქტი.