ევროკავშირი იანუკოვიჩის და 17 ექსჩინოვნიკის მიმართ სანქციებს აწესებს

   დღეს ევროკავშირი აპირებს, მიიღოს გადაწყვეტილება, რომ ექსპრეზიდენტ იანუკოვიჩს და 17 სხვა ექსჩინოვნიკს აქტივები შეუჩერონ. ამის შესახებ ევროკავშირის ორ დიპლომატზე დაყრდნობით „Wall Street Journal“-ი იუწყება. 18 -გვარიანი სია ევროკავშირის წარმომადგენელი ქვეყნების შეკრებაზე გუშინ დასახელდა. წყაროს ინფორმაციით, სიაში დასახელებული პირები კორუფციაში არიან ეჭვმიტანილნი.
გასულ კვირას, კორუფციის ბრალდებით, ყოფილი ხელისუფლების 18 წარმომადგენლის მიმართ სანქციები ავსტრიამაც დააწესა, შვეიცარიამ და ლიხტენშტეინმა კი – იმ 20 ადამიანის მიმართ, რომლებიც უკრაინის ყოფილ ხელისუფლებას წარმოადგენენ. მანამდე, აშშ-ში უკრაინის მთავრობის ყოფილი 20 მაღალი თანამდებობის მქონე პირისთვის დააწესეს სანქციები. დამნაშავეებს, ვაშინგტონის აზრით, ძალადობის ესკალაციაში და ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევაში ედებათ ბრალი. ლიტვამ კი პერსონა ნონ-გრატად უკრაინის ყოფილი ჩინოვნიკი და პოლიტიკოსი გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები