ნატო რუსეთის ქმედებებს აკრიტიკებს

  უკრაინაში რუსეთის ქმედებები ნატოს წევრმა ქვეყნებმა კიდევ ერთხელ მკაცრად გააკრიტიკეს. პოლონეთის ინიციატივით, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა რიგგარეშე სხდომა გამართა. ნატოს წევრმა ქვეყნებმა სპეციალური განცხადებაც მიიღეს.
”მოვლენების მსგავსი განვითარება ევროატლანტიკური ზონის მშვიდობასა და უსაფრთხოებას აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ. ალიანსის წევრები ერთიან პოზიციას ინარჩუნებენ ამ კრიზისში. ჩვენ ვაგრძელებთ კრიზისიდან მშვიდობიანი გამოსავლის პოვნის ყველა კონსტრუქციული მცდელობის მხარდაჭერას. გავაგრძელებთ კონსულტაციებს უკრაინასთან ნატო-უკრაინის კომისიის ფარგლებში”, – აღნიშნულია განცხადებაში. გავრცელებული ცნობით, ალიანსის წარმომადგენლები ხუთშაბათს არსენი იაცენიუკს შეხვდებიან. უკრაინის პრემიერი ბრიუსელში ჩასვლას ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან შესახვედრად გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები