კანადა რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობას წყვეტს

  კანადა რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობას წყვეტს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა სტივენ ჰარპერმა განაცხადა.
სტივენ ჰარპერის თქმით, ყველა ორმხრივი კონტაქტი კანადისა და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს შორის უკვე გაყინულია. შეჩერებულია დაგეგმილი წვრთნები და შეხვედრები.
ჰარპერმა რუსეთის ქმედებები ნაცისტური გერმანიის ქმედებებს შეადარა და აღნიშნა, რომ თუკი გადაწყვეტილებებს არ შეცვლის, კრემლი სრულ საერთაშორისო იზოლაციაში აღმოჩნდება.
უკრაინის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა კანადის პარლამენტმა. ქვეყნის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ შენობაზე უკრაინის დროშის აღმართვაც გადაწყვიტა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები