იულია ტიმოშენკო ოპერაციისთვის ემზადება

  პარტია “ბატკივშინას” ლიდერი და უკრაინის ყოფილი პრემიერი იულია ტიმოშენკო მარტის დასაწყისში ოპერაციას გაიკეთებს. “ვემზადები ოპერაციისთვის, ვფიქრობ, რომ ეს 8-9 მარტისთვის მოხდება”. ამის შესახებ ტიმოშენკომ “ბი-ბი-სისთან” ინტერვიუს დროს განაცხადა.
“მე ყველაფერი კარგად მექნება ოპერაციის შემდეგ, რომელსაც ახლო მომავალში ვიკეთებ”,- დაამატა ტიმოშენკომ, თუმცა მას არ დაუსახელებია ადგილი, სადაც ის ოპერაციას ჩაიტარებს.
შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს ტიმოშენკომ გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელისგან მკურნალობის შესახებ ბერლინის კილინიკა “Charite”-ისგან მიიღო შეთავაზება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები