პოლონეთის პროკურატურა ლეხ კაჩინსკის დაღუპვაში რუს დისპეტჩერებს ადანაშაულებს

პოლონეთის სამხედრო პროკურატურამ სმოლენსკში 2010 წელს მომხდარ ავიკატასტროფაში რუსი დისპეჩერები დაადანაშაულა. როგორც პროკურორმა ირენეუშ შელონგმა პოლონურ გამოცემა Wyborcza-ს განუცხადა, „ტუ-154“-ის ტიპის თვითმფრინავი ცუდი ამინდის გამო სხვა აეროპორტისთვის უნდა გადაეცათ.
დისპეტჩერებს უკვე წაუყენეს ბრალი „ავიაკატასტროფამდე უნებლიე მიყვანის“ მუხლით. გამოძიების დასკვნის მიხედვით, ავიაკატასტროფაში პილოტებსაც მიუძღვის ბრალი.
თვითმფრინავმა, რომელშიც პოლონეთის მაშინდელი პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი და კიდევ 95 პირი იმყოფებოდა, კატასტროფა სმოლენსკში 2010 წლის 10 აპრილს განიცადა. თვითმფრინავში მყოფთა შორის ყველა დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები