იტალიური გამოცემა Gioornale: აშშ-მ უკრაინაში ტანკების პარტია გააგზავნა

აშშ-მ „ბრედლი“-ს ტიპის ტანკების პარტია უკრაინაში გააგზავნა, ამის შესახებ იტალიურ გამოცემა Gioornale-ს ავსტრიის ულტრამემარჯვენე თავისუფლების პარტიის ლიდერმა ჰაინც-ქრისტიან შტრახენმა განუცხადა.
მისი ინფრომაციით, აშშ-მ უკრაინას 50 ერთეული ტანკი „ბრედლი“ გაუგზავნა, რომლებიც ქალაქ ლინცში რკინიგზის სადგურში დააფიქსირეს.
თავად ავსტრიელი პოლიტიკოსი ამ ფაქტს უარყოფითად აფასებს, ვინაიდან, მისივე თქმით, ავსტრია ნეიტრალური სახელმწიფოა და მისი ტერიტორია სამხედრო ტექნიკის გადაზიდვისთვის არ უნდა გამოიყენებოდეს.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის კონგრესმა შეერთებული შტატების პრეზიდენტს უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდების ინიციატივით მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები