გაეროს 43 ქვეყანა რუსეთისგან მინსკის შეთანხმების შესრულებას ითხოვს

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრი 43 ქვეყანა მოუწოდებს რუსეთს, აიძულოს უკრაინის აღმოსავლეთით არსებული უკანონო შეიარაღებული ფორმირებები, შეასრულონ მინსკის შეთანხმებები და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევის მცდელობა შეწყვიტონ.
ukraineunderattack.org-ის ცნობით, ეს განცხადება ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებების საბჭომ გააკეთა.
„მოვუწოდებთ რუსეთს, რომელიც მინსკის დეკლარაციას შეუერთდა, გამოიყენოს თავისი გავლენა და აიძულოს სეპარატისტული ფორმირებები, შეასრულონ მინსკის შეთანხმებები. ასევე მოვუწოდებთ ყველა ჰუმანიტარულ ორგანიზაციას, კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რაიონებში დაუბრკოლებელი შესვლის უფლება მისცენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები