ნემცოვის მკვლელობის მოწმემ ქილერი ვერ ამოიცნო

ბორის ნემცოვის მკვლელობის ერთ-ერთმა მთავარმა მოწმემ, სახელად ევგენიმ ცნობილი რუსი ოპოზიციონერის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ზაურ დადაევი ვერ ამოიცნო. ევგენის დაკითხვის შედეგად დადგინდა, რომ ქილერი გამხდარი და საშუალო სიმაღლის იყო. ეს არ ემთხვევა დადაევის სხეულის აღწერილობას, რომელსაც ათლეტური ტანი აქვს. როგორც რუსული გაზეთი „კომერსანტი“ წერს, ევგენის თავად მკვლელობის მომენტი არ უნახავს, მაგრამ ხედავდა, თუ როგორ გარბის მის მიერ აღწერილი პირი მკვლელობის ადგილიდან და ტროტუარს და სავალ ნაწილ შორის არსებულ მასიურ ბორდიურზე ხტება. ევგენის ინფორმაციით, ქილერი მკვლელობის ადგილიდან ავტომანქანა LadaPriora-თი წავიდა, მაშინ როდესაც გამოძიების მასალების მიხედვით, ის ZAZ Sens-ის მარკის ავტომანქანით მიიმალა.
რუსული მედია წერს, რომ ახალმა დეტალებმა ბორის ნემცოვის საქმის გამოძიება შეიძლება თავდაყირა დააყენოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები