პოლიციამ A320-ის მეორე პილოტის სახლში „მნიშვნელოვანი სამხილი“ აღმოაჩინა

საფრანგეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის მეორე პილოტის სახლში გერმანიის პოლიციამ „მნიშვნელოვანი სამხილი“ აღმოაჩინა.
გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიებას ეჭვი აქვს, რომ ანდრეას ლიუბიცმა „ეარბასA320“ „შეგნებულად გაანადგურა“.
“პოლიციამ დიუსელდორფში, ლიუბიცის სახლში ჩხრეკა ჩაატარა, მათ პილოტის ნივთები, მათ შორის კომპიუტერი ამოიღეს.
გამოძიების ინფორმაციით, როდესაც „ჯერმანვინგის“ ხომალდის მეთაური კაბინიდან გამოვიდა, მეორე პილოტმა კარი ჩაკეტა და ლაინერის დაშვება დაიწყო. მოგვიანებით ხომალდის მეთაური კარის შენგრევას ცდილობდა, მაგრამ ეს ვერ მოახერხა.
ავიაკომპანია „ჯერმანვინგის“ თვითმფრინავი საფრანგეთის ტერიტორიაზე 24 მარტს ჩამოვარდა. მის ბორტზე მყოფი 150-ვე ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები