მარსელის პროკურორი: საფრანგეთში ავიაკატასტროფა А-320-ის პილოტმა მოაწყო

საფრანგეთში ჩამოვარდნილი ავიალაინერ „ეარბას А-320“-ის მეორე პილოტის მოქმედება შეიძლება შეფასდეს, როგორც ხომალდის შეგნებული განადგურება. ამის შესახებ საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე მარსელის პროკურორმა ბრის რობენმა განაცხადა. მისი თქმით, მეორე პილოტმა შეგნებულად არ გაუხსნა კაბინის კარი ხომალდის მეთაურს და განზრახ მოაწყო ავიალაინერის დაშვება.
„გამოძიების ამ ეტაპზე ეს ვერსია ყველაზე რეალურად გვეჩვენება“, – განაცხადა მარსელის პროკურორმა.
აღნიშნული დასკვნა გამოძიებამ „შავი ყუთის“ გაშიფვრის შემდეგ გააკეთა. ამ მონაცემების მიხედვით, კატასტროფის მომენტში კაბინაში მხოლოდ ერთი პილოტი იმყოფებოდა, მეორემ კი კაბინაში შესვლა და კარის შენგრევა სცადა, თუმცა უშედეგოდ.
„ჯერმანვინგის“ ავიალაინერმა კატასტროფა ალპებში 24 მარტს განიცადა. ის ბარსელონადან დიუსელდორფში მიფრინავდა. მის ბორტზე მყოფი 150-ვე ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები