საქართველოს მთავრობა და საპარტნიორო ფონდი ახალი ინვესტორების მოსაზიდად აქტიურად მუშაობს
საქართველოს მთავრობა და საპარტნიორო ფონდი ახალი ინვესტიციების მოზიდვაზე აქტიურად მუშაობს. როგრც დღევანდელ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, მთავრობას და კორეულ კომპანიას K Water-ს შორის ხელმოწერილია ხელშეკრულება ნესკრა ჰესის მშენებლობის შესახებ, რომელშიც 1 მილიარდი დოლარი იქნება ინვესტირებული.
გარდა ამისა, ხელი მოეწერა „ტატა ჯგუფთან“ და ნორვეგიულ კომპანია „ქრინ ენერჯისთან“ მტკვარზე და ცხენისწყალზე ჰიდროელექტრეოსადგურების მშენებლობის შესახებ ხელშეკრულებას. ამ პროექტში 800 მილიონი დოლარია ინვესტირებული. ღარიბაშვილის განცხადებით, ენერგეტიკაში მომავალშიც მრავალმილიარდიანი ინვესტიციების განხორციელება იგეგმება.