ღარიბაშვილი – ტურიზმისგან შემოსავალმა 2013-2014 წლებში 3, 1 მილიარდი დოლარი შეადგინა

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2013-2014 წლებში ტურიზმისგან შემოსავალმა საქართველოში 3,1 მილიარდი დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც 2003-2011 წლებში შემოსავალი ამ სფეროდან 3,8 მილიარდს შეადგენს. პრემიერის განცხადებით, პირველად საქართველოში სამთო კურორტებზე ხელოვნური გათოვლიანების სიტემები დამონტაჟდა, რამაც სათხილამურო სეზონი 5 თვემდე გაზარდა. „ახლა სამთო- სათხილამურო კურორტები ამინდზე დამოკიდებული აღარ არის“, – განაცხადა პრემიერმა. ღარიბაშვილის თქმით, ვიზიტორთა რაოდენობა ტურიზმის ამ მიმართულებით წელს 40-50 პროცენტით გაიზარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები