გარი კასპაროვი: ნათელია, რომ პუტინს პრობლემები ჰქონდა, მას საუბარიც კი უჭირდა

რუსი ოპოზიციონერის გარი კასპაროვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ჯანმრთელობის პრობლემა ნამდვილად აქვს, ხოლო ის, რომ ამის შესახებ რუსეთში გასაიდუმლოებული ვითარება შეიქმნა, ამის ნათელი დადასტურებაა. კასპაროვი თვლის, რომ ყირგიზეთის პრეზიდენტ ალმაზბეკ ატამბაევთან შეხვედრისას აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ დადასტურდა. “არც ერთი წამით არ შემიძლია წარმოვიდგინო, რომ პუტინმა ყირგიზეთის პრეზიდენტი ავტომობილით სასახლის გარშემო შემოატარა. ნათელია, რომ მას პრობლემები ჰქონდა, მას საუბარიც უჭირდა”, – განაცხადა კასპაროვმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები