კოალიციის პოლიტსაბჭოზე პარლამენტში პრეზიდენტის მისვლის საკითხზე იმსჯელეს

კოალიცია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომაზე პარლამენტში პრეზიდენტის მისვლის საკითხსა და ფორმატზე იმსჯელეს. როგორც პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს უმრავლესობის დეპუტატმა გია ვოლსკიმ განუცხადა, პრეზიდენტის პარლამენტში ვიზიტი ფრაქციების ხელმძღვანელების გამოსვლების ფორმატში წარიმართება. დეპუტატის თქმით, გამორიცხული არც დებატებია.
“მთელი რიგი საკითხებისა განვიხილეთ პოლიტსაბჭოზე. მათ შორის, პრეზიდენტის მისვლა პარლამენტში, შეხვედრის ფორმატი. უფრო მეტნი ფიქრობენ, რომ სჯობს ფრაქციების ხელმძღვანელები გამოვიდნენ. ფრაქციების ხელმძღვანელების გამოსვლები იქნება შესაბამისი პრეზიდენტის მოსვლის და ვამჯობინებთ ამ ფორმატში გამოსვლას. თუ საქმე დებატებზე მიდგა, შეიძლება სათაური სხვა ერქვას, თუმცა საკმაოდ მწვავე იქნება, ვიდრე ამ რეჟიმში “ნაციონალური მოძრაობა” გვთავაზობს”, – განაცხადა გია ვოლსკიმ. პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის პარლამენტში გამოსვლა 31 მარტს არის დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები