მილიონობით ადამიანი ევროპაში მზის დაბნელებას თვალყურს ადევნებდა (ვიდეო)
ჩრდილოეთ ევროპის და დიდი ბრიტანეთის მილიონობით მკვიდრი უნიკალურ ბუნებრივ მოვლენას – მზის დაბნელებას ადევნებდა თვალყურს. დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე დაბნელება გრინვიჩის დროით 09:23-ზე დაიწყო. ქვეყნის პრაქტიკულად მთელ ტერიტორიაზე ღრუბლიანი ამინდი იყო, თუმცა ზოგიერთ რაიონს გაუმართლა და მათ ამ ბუნებრივი მოვლენის ხილვა შეძლეს. ბოლო მზის დაბნელება ევროპის ტერიტორიაზე 1999 წელს დაფიქსირდა, ხოლო მომავალი 2026 წელს მოხდება.