ვალერი გელბახიანი: 21 მარტის აქცია ხელისუფლების გადადგომას კი არა, ხელისუფლების გადარჩენას ემსახურება
ყოფილი დეპუტატი ვალერი გელბახიანი აცხადებს, რომ ხელისუფლების გადადგომის საკითხი პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“ რომ არ დაეყენებინა, არამედ სხვა პოლიტიკურ პარტიებს, ეს თემა რეალური გახდებოდა – ამის შესახებ გელბახიანი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს.
გელბახიანი ფიქრობს, რომ 21 მარტის აქცია რეპეტიცია იქნება, რომელსაც პერმანენტული სხვა საპროტესტო მიტინგები მოჰყვება.
„ხელისუფლების გადადგომის საკითხი „ნაციონალების“ გარდა სხვა პოლიტიკურ ძალებს რომ დაეყენებინათ, ეს საკითხი რეალური გახდებოდა, თუმცა ახლა ეს თემა ჩავარდება და გაბიაბურდება. ვფიქრობ, რომ 21 მარტის აქცია იქნება რეპეტიცია, რომელსაც შემდეგ პერმანენტულად სხვა საპროტესტო მიტინგები მოჰყვება, რადგან მთავრობა „ნაციონალურ მოძრაობას” ამის საბაბს ნამდვილად აძლევს. „ნაციონალების“ 21 მარტის აქცია ხელისუფლების გადადგომას კი არა, ხელისუფლების გადარჩენას ემსახურება“, – ამბობს ვალერი გელბახიანი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.