ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე: როლანდ ახალაია კრიმინალებს კრებს

როლანდ ახალაია კრიმინალებს კრებს, არის ინფორმაცია, რომ მათ აქვთ იარაღი, – ამის შესახებ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ მერაბ ქვარაიამ ზუგდიდში აქციის მიმდინარეობის დროს განაცხადა.
ქვარაია საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად დღეს ჯერ „ნაციონალური მოძრაობის“, შემდეგ კი ანი ნადარეიშვილის ოფისში შეიჭრა.
“აკო მინაშვილი ჩამოვიდა და ორი დღეა და ადამიანებს კონფროტაციისკენ იწვევს. როლანდ ახალაია ყოფილ პოლიციელებს კრებს. არის ინფორმაცია, რომ ეს ადამიანები არიან შეიარაღებულები. მე ვთხოვ ყველას, ძალოვან სტრუქტურებს აიყვანონ კონრტოლზე ეს ადამიანები”, – განაცხადა ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ.
“ქართული ოცნების” აქტივისტებმა და მხარდამჭერებმა დღეს ზუგდიდში “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან 21 მარტს დაგეგმილი აქცია გააპროტესტეს, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
“ნაციონალური მოძრაობის” ოფისის ტეროტორიიდან “ქართული ოცნების” აქტივისტებმა “თავისუფალი ზონის” ოფისთან გადაინაცვლეს, რადგან ჰქონდათ ინფორმაცია, რომ იქ ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი წევრი, აკაკი მინაშვილი იმყოფებოდა. ადგილზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც აქციის მონაწილეები დაშავდნენ.
დაპირისპირებულმა მხარეებმა ერთმანეთის წინააღმდეგ ხელკეტები გამოიყენეს. ჩაიმსხვარა ოფისის მინები, რის შედეგადაც “ქართული ოცნების” ერთ-ერთი აქტივისტი სერიოზულად დაშავდა. ამის შემდეგ აქციის მონაწილეებმა ისევ “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან გადაინაცვლეს და აქაც მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. მონაწილეებმა ერთმანეთს ქვები დაუშინეს.a

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები