15 მარტი – მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა
მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან მოქმედმა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა პრესკონფერენცია გამართა.
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ფუნქციონირების მიზანია ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა.
სამსახურის მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებ გამჭვირვალობისა და საზოგადოების ინფორმირებულობის უზრუნველყოფის მიზნით, საზოგადოებრივმა დამცველმა, თამთა ტეფნაძემ პრესისა და მედიის სხვა საშუალებების წარმომადგენლებს ინფორმაცია წარადგინა შემდეგ ძირითად თემებზე: 2014 წლის საქმიანობის ანგარიში; 2. მომხმარებელთა საჩივრების სტატისტიკა და რეაგირების შედეგები; 3. სატელეკომუნიკაციო ბაზარზე დაგროვილი პრობლემები; 4. 2015 წელს მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით შემუშავებული სამოქმედო გეგმა.
პრესკონფერენციაზე ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენმა ყურადღება გაამახვილა ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა: სატელეკომუნიკაციიო სფეროში საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობებზე, სატელეკომუნიკაციო მომსახურების ხარისხის კონტროლზე, ასევე, გაციფრულების პროცესში მაყურებლის სათანადო ინფორმირების როლის მნიშნელობაზე მომხმარებელთა უფლებების დაცვის გაუმჯობესების მიზნით; ციფრულ საეთერო პლატფორმაზე გადასვლის პროცესში შეზღუდული შესაძებლობების მქონე პირთა და ეთნიკური უმცირესობათ წარმომადგენელთა ინტერესებზე და გაციფრულების პროცესის მიმართ მოსახლეობის მზაობაზე.
მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე მსოფლიოში ოფიციალურად აღინიშნება 1983 წლის 15 მარტიდან, თუმცა მისი ისტორია 1962 წლიდან იწყება და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯონ კენედის სიტყვით გამოსვლას უკავშირდება. კონგრესში გამოსვლისას მან ჩამოაყალიბა მომხმარებლთა 4 ძირითადი უფლება: უსაფრთხოებისა და უსაფრთხო პროდუქტების უფლება; ამომწურავი ინფორმაციის მიღების უფლება;თავისუფალი არჩევანის უფლება; უფლება, მოუსმინონ მათ.