რას აცხადებენ გარდაცვლილ მოზარდზე თანასოფლელები
კასპის რაიონის სოფელ ქვემო ჭალიდან 2 დღის წინ გაუჩინარებული მოზარდი თორნიკე გახელაძე ე.წ. მუხიანის ტყეში ჩამომხვრჩვალი მეგობრებმა იპოვეს.
ამის შესახებ “კვირას“ სოფელ ქვემოჭალაში კასპის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლმა მარეხ ყამბეგაშვილმა განუცხადა.
ყამბეგაშვილი “კვირასთან“ ამბობს, რომ გარდაცვლილს და მისი ოჯახის წევრებს პირადად იცნობდა.
სოფელში ვერ ასახელებენ თვითმკვლელობის სავარაუდო მოტივს. როგორც ყამბეგაშვილი აცხადებს, მოზარდი მოწესრიეგებული და უკონფლიქტო იყო.
“ახლა მის ოჯახში ვარ, მთელი სოფელი გაოგნებულია, თორნიკეს ოჯახის წევრები ვერ ხსნიან, რა მოტივით შეიძლებოდა მოეკლა თავი ბავშვს. თორნიკე გამოირჩეოდა ზრდილობით, მოწესრიგებული და უკონფლიქტო მოზარდი იყო. გაოგნებულები ვართ. როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, არც მანამდე და არც გაუჩინარებამდე თორნიკეს მეგობრებთან, თანაკლასელებთან უთანხმოება არ ჰქონია. არც ოჯახის წევრებთან მოსვლია უსიამოვნება“, – განუცხადა “კვირას“ მარეხ ყამბეგაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, მოზარდის ცხედარი ამ დროისთვის პროზექტურაშია გადასვენებული.
კასპის რაიონის სოფელ ქვემო ჭალიდან 2 დღის წინ გაუჩინარებული მოზარდი თორნიკე გახელაძე დღეს ე.წ. მუხიანის ტყეში ჩამომხრჩვალი იპოვეს.
14 წლის მოზარდი კასპის რაიონის სოფელ ქვემოჭალიდან 2 დღის წინ გაუჩინარდა. მოზარდი ბოლოს თანასოფლელებმა სოფელში 2 უცნობ პირთან ერთად ნახეს. ნათესავები მასთან დაკავშირებას უშედეგოდ ცდილობდნენ, მოზარდს მობილური ტელეფონი გამორთული ჰქონდა.
როგორც “კვირას“ შსს-ში განუცხადეს საქმე 115-ე მუხლით არის აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.