“დიდი ტრაგედიაა, როდესაც სამშობლოსთვის გულანთებული ახალგზარდა უდროოდ მიდის ამ ქვეყნიდან”

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ ნიუ-ჯერსიში ავარიისას დაღუპული ქართველი კურსანტის, ბესარიონ გორჯოლაძის ოჯახს მიუსამძიმრა.
მინდია ჯანელიძემ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელით მომხდარი ტრაგედიის გამო ღრმა მწუხარება გამოხატა და აღნიშნა, რომ გარდაცვლილის უკანასკნელი პატივის მისაგებად ყველაფერს იღონებს.
„ეს ქვეყნისთვის დიდი ტრაგედიაა, როდესაც სამშობლოსთვის გულანთებული ახალგაზრდა უდროოდ მიდის ამ ქვეყნიდან. ახალგაზრდა, რომელსაც შეეძლო ძალიან ბევრი გაეკეთებინა თავისი ქვეყნისთვის, ქართული ჯარისთვის. ჩვენ, კიდევ ერთხელ, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ, ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს და ჩვენი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უკანასკნელი პატივი მივაგოთ ამ ახალგაზრდას“, – განაცხადა მინდია ჯანელიძემ.
ნიუ-ჯერსიში ავარიისას დაღუპულ ქართველ კურსანტს, ბესარიონ გორჯოლაძეს, დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები