ორგანიზაცია „მოქალაქე“ თბილისის მერიის აქციაში ჩაერთო
“პროგრეს ბანკი“ და ორგანიზაცია „მოქალაქე“ გამწვანების აქციაში ჩაერთნენ. „პროგრეს ბანკის“ თანამშრომლებმა დენდროლოგიურ პარკში 500 ძირი სვეტისებური კვიპარისის ჯიშის ხე დარგეს. დედაქალაქის მერიის პრესსამსახურის ცნობით, ბანკი ნერგების მოვლაზე ერთი წლის განმავლობაში იზრუნებს.
ორგანიზაცია „მოქალაქეს“ სხვადასხვა საჯარო სკოლებში არსებული ეკოლოგიური კლუბების წევრი ბავშვები შეუერთდნენ. ღონისძიების ფარგლებში დენდროლოგიურ პარკში ჯამში 3 500 ხე დაირგო. აქციაში მონაწილეობა მიიღეს ქალაქ თბილისის მერის მოადგილემ ნინა ხატისკაცმა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსმა ბიძინა გიორგობიანმა.
„თბილისის მერიის გამწვანების აქციას კერძო პირებიც უერთდებიან. დღეს პროგრეს-ბანკის თანამშრომლებმა და ორგანიზაცია „მოქალაქემ“ მიიღო მონაწილეობა გამწვანების აქციაში. იმედია, მომავალში ბევრი ორგანიზაცია და კერძო პირი შემოუერთდება გამწვანების აქციას“, – განაცხადა ნინა ხატისკაცმა.