ყაზანის სავაჭრო ცენტრ “ადმირალში” ადამიანების დაღუპვა თანამშრომლების უპასუხისმგებლობამ გამოიწვია
ყაზანის სავაჭრო ცენტრ “ადმირალში” ხანძრის შედეგად ადამიანების დაღუპვა ადგილობრივი თანამშრომლების უპასუხისმგებლობამ გამოიწვია და არა სამაშველო სამსახურის უმოქმედობამ, – აღნიშნული განცხადება რუსეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დღეს გააკეთეს. როგორც აღმოჩნდა, თავდაპირველად ხანძარი სავაჭრო ცენტრში მდებარე კაფეში დაიწყო. თანამშრომლები ხანძრის ლოკალიზებას თავიანთი რესურსით ცდილობენ, რის გამოც მცირე ხანძარი გამწვავდა და მასთან გამკლავება შეუძლებელი გახდა.
„რომ არა თანამშრომლების დაუდევრობა, ხანძრის ლოკალიზება გაცილებით მარტივად მოხდებოდა და მსხვრპლიც არ იქნებოდა”,-აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.