სამართალდამცავებმა თურქეთში გამართული დემონსტრაციები ძალისმიერი გზით დაშალეს
პოლიციამ თურქეთის სხვადასხვა ქალაქში გამართული დემონსტრაციები ძალისმიერი გზით დაშალა. მემორიალურ მსვლელობებს გუშინ თურქეთის არაერთ ქალაქში ათასობით ადამიანი შეუერთდა. გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა 11 ადამიანი დააკავეს. ბერკინ ელვანს სტამბოლში ანტისამთავრობო დემონსტრაციის დროს ცრემლსადენი გაზის ავზი მოხვდა თავში, რის შედეგადაც ის 9 თვის განმავლობაში კომაში იყო, 2014 წლის მარტში კი გარდაიცვალა.