თურქეთი, ევროკავშირში გაერთიანების სანაცვლოდ, ალიანსს 60 ათას ჯარისკაცს სთავაზობს
ევროკავშირში გაერთიანების სანაცვლოდ თურქეთი ალიანსს 60 ათას ჯარისკაცს სთავაზობს. თურქეთის ევროკავშირთან ურთიერთობის საკითხებში მინისტრმა ვოლკან ბოზკირმა განაცხადა, რომ ვიდრე ევროკავშირს თავისი არმია არ ეყოლება, ის ვერ იქნება ძლიერი ძალა. აღსანიშნავია, რომ თურქეთმა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი 1987 წელს წარადგინა, მოლაპარაკებები კი დღემდე მიმდინარეობს.