როიტერი: ვლადიმერ პუტინმა რამდენიმე შეხვედრა ავადმყოფობის გამო გადადო
სააგენტო “როიტერის” ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ავად არის. მან რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გადადო. მათ შორის იყო შეხვედრა ყაზახეთის ლიდერთან ნურსულთან ნაზარბაევთან და შეხვედრა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ლიდერთან ლეონიდ თიბილოვთან. პრეზიდენტის პრესსამსახურის წარმომადგენელმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ შეხვედრები მომდევნო კვირაში გაიმართება. მათი გადადების მიზეზი კი პესკოვს მედიასთან არ გაუხმაურებია.