ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 3 პირი პოლიტიკოსის მკვლელობას უარყოფს

რუსი პოლიტიკოსის ბორის ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 3 პირი პოლიტიკოსის მკვლელობას უარყოფს. მათი განცხადებით, აღნიშნულ დანაშაულთან მათი არანაირი კავშირი არ აქვთ. ბასმანის სასამართლოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ანზორ გუბაშევმა, ხამზატ ბახაევმა ტამერლან ესკარხანოვმა თავიანთი დაკავება გააპროტესტეს. აღსანიშნავია, რომ მათ დაკავებას, მკვლელობის ე.წ. ორგანიზატორი ჩეჩენი ზაურ დადაევიც აპროტესტებს. მისი განცხადებით, ისინი უდანაშაულონი არიან და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამართალდამცავებს მან აღიარებითი ჩვენება მისცა, სიმართლეს არ შეესაბამება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები