ბორის ნემცოვის მეუღლე: ჩემი შვილები დურიცკაიას კარგად იცნობდნენ, თუმცა ეს მე არ მომწონდა

რუსი პოლიტიკოსის ბორის ნემცოვის ყოფილი მეუღლე ეკატერინე ოდინცოვა აცხადებს, რომ მისი შვილები ნემცოვის მეგობარ გოგონას ანა დურიცკაიას კარგად იცნობდნენ.
” ისინი ხშირად ვახშმობდნენ ერთად, დადიოდნენ სპექტაკლებზე და კინოსეანსებზე. რა თქმა უნდა, მე ეს არ მომწონდა. მაშინ უკვე დაშორებულები ვიყავით და ორივეს პირადი ცხოვრება გვქონდა, თუმცა მაინც ვეუბნებოდი, რომ მის მესამე მეუღლეს, ირინა კოროლოვას დაბრუნებოდა. ის მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანი იყო. ბოლოს კი მივხვდი, რომ აზრი არ ჰქონდა და ხელი ჩავიქნიე”,-აცხადებს ნემცოვის ყოფილი მეუღლე რუსულ სააგენტოსთან ინტერვიუში.
აღსანიშნავია ისიც, რომ ბორის ნემცოვი ოფიციალურ ქორწინებაში მხოლოდ მის პირველ მეუღლესთან -რაისა ნემცოვასთან იმყოფებოდა. მის მეორე მეუღლესთან- ეკატერინე ოდინცოვასთან და მესამე მეუღლესთან – ირინა კოროლოვასთან ის სამოქალაქო ქორწინებაში იყო.

11040031_1554751331443105_1983473268_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები