ბორის ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ზაურ დადაევი ბრალს აღარ ცნობს
რუსი პოლიტიკოსის ბორის ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ზაურ დადაევი საკუთარ ბრალს აღარ ცნობს.
“ვიფიქრე, რომ მოსკოვში წამიყვანდნენ და საკუთარ უდანაშაულობას იქ დავამტკიცებდი, მაგრამ მოსამართლემ ერთი სიტყვის თქმის შესაძლებლობაც კი არ მომცა”,- განაცხადა დადაევმა.
რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დადაევმა რუს სამართალდამცავებს აღიარებითი ჩვენებაც კი მისცა. მან ისიც განაცხადა, თითქოს მკვლელობის ორგანიზატორი იყო და ბორის ნემცოვის მკვლელობა მის მიერ ისლამის კრიტიკის გამო ჩაიდინა.