ანა დურიცკაია ნემცოვის მკვლელობის შემდეგ პოლიტიკოსის სახლში მივიდა (ვიდეო)
მოკლული რუსი პოლიტიკოსის ბორის ნემცოვის მეგობარი გოგონა ანა დურიცკაია, 27 თებერვალს, ნემცოვის მკვლელობის შემდეგ, იმ ბინაში მივიდა, სადაც წყვილი რუსი პოლიტიკოსის გარდაცვალებამდე ცხოვრობდა. აღნიშნული ფაქტი საცხოვრებელი კორპუსის სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. როგორც ვიდეოში ჩანს, დურიცკაია, რამდენიმე თანმხლებ პირთან ერთად, ნემცოვის სახლში საკუთარი ნივთების წასაღებად მივიდა. მასთან ერთად რამდენიმე მამაკაცი იმყოფება, რომლებიც პერიმეტრს აკონტროლებენ. ერთ-ერთი მამაკაცი დურიცკაიას ხელჩანთას ართმევს და შავ ავტომობილში დებს. ამის შემდეგ მანქანა უცნობი მიმართულებით იძვრება.