ეროვნული ბანკის ხელმძღვანელს ვალერია გონტარევას რადაში არ მოუსმინეს (ვიდეო)
უკრაინის უმაღლეს რადაში დღეს ინციდენტი მოხდა. დეპუტატების ნაწილმა სხდომის ჩაშლა მოინდომა. ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის ვალერია გონტარევას სიტყვის გამოსვლისას, მათ პროტესტი გამოხატეს და გონტარევას გამოსვლა არ დაასრულებინეს.
“გადადექი, სირცხვილია”, – ყვიროდნენ დეპუტატები. ეროვნული ვალუტის გრივნის გაუფასურებასთან დაკავშირებით რამდენიმე ხნის წინ დეპუტატების გარკვეული ნაწილი გონტარევას დაკავებული თანამდებობიდან გადადგომასაც კი მოითხოვდა. თუმცა გონტარევა მის მიერ დაკავებულ პოზიციას დღესაც ინარჩუნებს.