“სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპისთვის განკუთვნილი თარიღების დაჯავშნა ერთი თვის ნაცვლად თვენახევრიან ვადაში გახდა ხელმისაწვდომი” – მომსახურების სააგენტო

“მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპისთვის განკუთვნილი თარიღების დაჯავშნა ერთი თვის ნაცვლად თვენახევრიან ვადაში გახდა ხელმისაწვდომი”, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს მომსახურების სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, საგამოცდო ადგილების შევსების შემდეგ, ამავე პერიოდზე ეტაპობრივად დამატებით 3 000-ზე მეტი ადგილი დაემატება.

“ეს შესაძლებლობას მისცემს იმ პირებსაც, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზით ადგილების გახსნისთანავე დაჯავშნა ვერ მოახერხეს, გამოცდაზე გასვლის თარიღი მოგვიანებით შეარჩიონ”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები