ანა დურიცკაიას სიკვდილით ემუქრებიან
რუსი პოლიტიკოსის ბორის ნემცოვის მეგობარ გოგონას ანა დურიცკაიას სიკვდილით ემუქრებიან. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით უკრაინის პროკურატურაში განცხადება დღეს გააკეთეს. ამ დრომდე ანა დურიცკაია ნემცოვის მკვლელობის მთავარი მოწმეა, თუმცა, როგორც თავად აცხადებს, მკვლელმა ნემცოვს ზურგიდან ესროლა, და როდესაც მან უკან მოიხედა, მისი სახე ვეღარ დააფიქსირა. დურიცკაია ამჟამად უკრაინაში იმყოფება. მისი უსაფრთხოება უკრაინის შსს-მ საკუთარ კონტროლზე აიყვანა.