მოსკოვში, მედიკოსების ქუჩაზე 5 ავტომობილი დაწვეს

მოსკოვში, მედიკოსების ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლთან უცნობმა პირებმა 5 მსუბუქი ავტომობილი დაწვეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერთ-ერთი ავტომობილის კარი გაღებული იყო. ხანძრის დეტალები ამ დრომდე უცნობია, თუმცა ვარაუდობენ, რომ ინციდენტი ხელოვნურად იყო ინსცენირებული. არიან თვითმხილველები, ვინც შემთხვევის ადგილზე უცნობი პირები დააფიქსირა. ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები