ბორის ნემცოვმა გარდაცვალებამდე წერილი დატოვა
რუსი პოლიტიკოსის ბორის ნემცოვის თანამოაზრემ ოლგა შორინამ ნემცოვის მიერ მის გარდაცვალებამდე, 27 თებერვალს დაწერილი წერილი გამოაქვეყნა. როგორც შორინა იუწყება, აღნიშნული წერილის ხმამაღლა გაჟღერება ნემცოვმა ვერ გაბედა და მისი ფურცელზე დაწერა გადაწყვიტა.
“ივანოვოდან რამდენიმე დესანტი დამიკავშირდა (მათი თანამოაზრეები), 17 მოკლულია. ისინი არ ღებულობენ კუთვნილ თანახას, თუმცა საუბარი ახლა ეშინიათ”, – წერდა ნემცოვი. შორინას განცხადებით, მკვლელის დადგენა იმ გილზებით არის შესაძლებელი, რომელიც მან შემთხვევის ადგილზე დატოვა.