დებალცევოდან 23 გარდაცვლილი უკრაინელი სამხედროს სხეული გამოიტანეს
დებალცევოს ტერიტორიიდან 23 გარდაცვლილი უკრაინელი სამხედროს სხეული გამოიტანეს. მათ ნაწილს თან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია აქვს, ხოლო იმ ნაწილს, რომლებსაც არანაირი დოკუმენტაცია არ აქვთ და ვისი ამოცნობაც შეუძლებელია, დნეპროპეტროვსკში ექსპერტიზისათვის გააგზავნიან. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დებალცევოში 50-მდე გარდაცვლილი უკრაინელი სამხედროს გვამია დარჩენილი. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში აღნიშნული ტერიტორიიდან 200-ზე მეტი სხეულის გატანა მოხდა.