აშშ-მ რუსეთში 640 მილიონი დოლარის საბანკო აქტივები დაბლოკა

აშშ-მ რუსეთის ორი ბანკის, “რუსეთისა” და “ჩმპ ბანკის” აქტივები დაბლოკა. მათი საერთო ღირებულება 640 მილიონ დოლარს შეადგენდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეს უკანასკნელი ძმებ როტენბერგებს ეკუთნის, ხოლო ბანკი “რუსეთი” კი იური კავალცუკის მფლობელობაშია. აღსანიშნავია ისიც, რომ რუსეთის მიერ ყირიმის შეერთების შემდეგ, აშშ-ს სანქციებს თავდაპირველად ბანკი “რუსეთი” შეეწირა. გასული წლის ზაფხულში მის ანგარიშზე არსებული 572 მილიონი დოლარის ოდენობის თანხა მთლიანად გაიყინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები