ბერლინში დღეს „ნორმანდიული ოთხეულის“ შეხვედრა გაიმართება

ბერლინში დღეს „ნორმანდიული ოთხეულის“ შეხვედრა გაიმართება. მოლაპარაკებებს გერმანიის, საფრანგეთის, უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები გამართავენ. განხილვის უმთავრესი თემა დონბასში ეუთოს სადამკვირვებლო მისიის შეყვანა და აღნიშნული ტერიტორიიდან სამხედრო ქვედანაყოფების გამოყვანა იქნება. დღევანდელი შეხვედრა 2 მარტს დაიგეგმა, როდესაც „ნორმანდიული ოთხეულის“ ლიდერებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები