„ინდიანა ჯონსის“ ვარსკვლავი ჰარისონ ფორდი ავიაკატასტროფაში მძიმედ დაშავდა
ცნობილი ამერიკელი მსახიობი ჰარისონ ფორდი ავიაკატასტროფის დროს მძიმედ დაშავდა. მცირე ზომის ავიალაინერს ის თავად მართავდა და ბორტზეც მხოლოდ ის იმყოფებოდა. აშშ-ში სანტა მონიკას აეროპორტიდან აფრენის შემდეგ მან მალევე გააცნობიერა, რომ ძრავა გაუმართავი იყო, რის შედეგადაც ავარიული დაშვება გადაწყვიტა. ის გოლფის მოედანზე დაეშვა. მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო, თუმცა, ექიმების განცხადებით, ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემქურება.