დაბა სტანიცა ლუგანსკაია ბუნებრივი აირის გარეშე დარჩა
ლუგანსკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში მდებარე დაბა სტანიცა ლუგანსკაიას დასახლებაში მოსახლეობას მუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა. საინფორმაციო სააგენტო “სეგოდნიას” ინფორმაციით, ბუნებრივი აირის შეწყვეტა ოფიციალური კიევის გადაწყვეტილებით მოხდა. რამდენიმე ათასი ადამიანი ამ დრომდე ბუნებრივი აირის გარეშეა. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს, რადგანაც ბუნებრივი აირის შეწყვეტა მაშინაც კი არ მომხდარა, როდესაც ლუგანსკის რეგიონში აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა. ამ დრომდე უკრიანულ მხარეს ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებია.