პუტინი: იტალია რუსეთის პროვილეგირებული პარტნიორია

იტალია რუსეთის პრივილეგირებუილი პარტნიორია, აღნიშნული განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა იტალიის პრემიერ-მინისტრთან მატეო რენცთან, კრემლში შეხვედრისას გააკეთა. მისი განცხადებით, ორი ქვეყნის ურთიერთობები იმ პირობებშიც არ გაუარესებულა, როდესაც ევროკავშირმა და აშშ-მ რუსეთს სანქციები დაუწესა.
„ჩვენი ურთიერთთანამშრომლობა არაერთ სფეროს ეხება, მათ შორის არის ენერგეტიკის, მანქანათმშენებლობის, ატომური ენერგიისა და კოსმოსის სფეროებიც. ვერ ვიხსენებ იმ სფეროს, სადაც ჩვენ არ ვთანამშრომლობთ”,- განაცხადა პუტინმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები