“ტვზვეზდა.რუ ” – კიევში ახალი “მაიდანი” იგეგმება
“ტვზვეზდა. რუ” -ს ინფორმაციით, კიევი ახალი „მაიდნისთვის“ ემზადება. ეროვნული ვალუტის გაუფასურება და გადასახადების გაზრდა ამის უმთავრესი მიზეზია. ენერგეტიკული სტრატეგიის უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს წარმომადგენლის იური კოროლჩუკის განცხადებით, უკრაინელები კიევის ცენტრში უახლოეს მომავალში გამოვლენ, რადგან მათი მოთმინება ზღვარზეა. კოროლჩუკის თქმით, თუ მთავრობას ქვეყანაში არეულობის თავიდან აცილება სურს, აუცილებლად უნდა შეამციროს სოციალური ტარიფები და გაზარდოს ხელფასები.