დონეცკში მალაიზიური ავიალაინერის ჩამოვარდნის მიზეზი რუსული რაკეტა გახდა
ჰოლანდიური მედიის განცხადებით, გასული წლის ზაფხულში, დონეცკის ტერიტორიაზე მალაიზიური ავიალაინერის ჩამოვარდნის მიზეზი რუსული სარაკეტო სისტემა “ბუკი” გახდა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჰოლანდიურ მხარეს ყველანაირი სამხილი აქვს იმისა, რომ ავიალაინერის კატასტროფაში რუსული მხარეა დამნაშავე. გასული წლის ივლისში, დონეცკში, მომხდარ ავიაკატასტროფას 300 -მდე მგზავრის სიცოცხლე შეეწირა.