ნადეჟდა სავჩენკო ქათმის ბულიონის მიღებაზე დაითანხმეს
რუსეთის ფედერალური სამსახურის განმარტებით, ნადეჟდა სავჩენკო მკურნალ ექიმს, ქათმის ბულიონის მიღებაზე დათანხმდა, რადგანაც მისი მდგომარეობა მნიშვნელოვნად დამძიმდა. რუსული მხარე იუწყება, რომ სავჩენკოს მდგომარეობა არც ისე კრიტიკულია, თუმცა ევროკომისარმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ გუშინ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ თუ სავჩენკო შიმშილს არ შეწყვეტდა, შედეგები გამოუსწორებელი იქნებოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ გუშინ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ სავჩენკოს უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა და განაცხადა, რომ ის დაუმორჩილებელი უკრაინის სახეა.