რადაში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

უკრაინის უმაღლეს რადაში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, რადიკალური პარტიის ლიდერი, ოლეგ ლიაშკო თავის ძველ კოლეგას სერგეი მენიჩუკს დაუპირისპირდა.
მათივე ცნობით, მენიჩუკმა მას სახეში სილა გააწნა. მანამდე კი ლიაშკომ მენიჩუკი გვამს შეადარა, მისი თქმით, მან მოატყუა ამომრჩეველი, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
შეხლა-შემოხლის გამო, რადას სპიკერი ვლადიმერ გროისმანი იძულებული გახდა სესია დროზე ადრე დაეხურა, რის შემდეგაც ფიზიკური დაპირისპირება სხდომათა დარბაზს მიღმა გაგრძელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები