“ისლამური სახელმწიფო” სოციალურ ქსელ ტვიტერს ომს უცხადებს

ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფო” სოციალურ ქსელ ტვიტერს ომს უცხადებს.
ისინი ტვიტერს აუდიო და ვიდეოჩანაწერების გამოქვეყნების დაბლოკვაში ადანაშაულებენ და სოციალური ქსელის ხელმძღვანელობას ლიკვიდაციით ემუქრებიან.
ჯიჰადისტებმა ტვიტერის თანამშრომლებზე თავდასხმისკენ თანამოაზრეებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოუწოდეს.
“ჩვენ წინააღმდეგ დაწყებული თქვენი ვირტუალური ომი, თქვენ წინააღმდეგ ნამდვილ ომს გამოიწვევს” ,– ნათქვამია ისლამისტების მიმართვაში.
ტვიტერის ხელმძღვანელობამ საფრთხის შესახებ სამართალდამცველებს უკვე შეატყობინა და თანამშრომლებს სიფრთხილისკენ მოუწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები