რუსეთმა უკრაინას ბუნებრივი აირი შესაძლოა, “შეღავათიან” ფასში მიაწოდოს
რუსეთმა უკრაინას ბუნებრივი აირი შესაძლოა, “შეღავათიან” ფასში მიაწოდოს. რუსეთის ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ნოვაკი იუწყება, რომ შეღავათიან ტარიფებზე საუბარი, მართლაც, რეალურია, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების საფუძველზე იქნება მიღებული.
მისი განცხადებით, რუსეთი მზად არის უკრაინის “ნაფტოგაზს” შეღავათები დაუწესოს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო ბაზარზე შესაბამისი პირობები შეიქმენება. 2015 წლის პირველ კვარტალში, ათასი კუბამეტრის ფასი 329 დოლარი იყო. წინასწარი გადახდის შემთხვევაში რუსეთი უკრაინას 100 დოლარიან ფასდაკლებას უკეთებს.