პეტრე პოროშენკომ ბორის ნემცოვი “თავისუფლების” ორდენით დააჯილდოვა
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ 27 თებრვალს მოკლული რუსი პოლიტიკოსი ბორის ნემცოვი თავისულების ორდენით დააჯილდოვა. “ჩვენი და თქვენი თავისუფლებისთვის” – ბორის ნემცოვის მთავარი სლოგანი იყო, მისთვის ამ წოდებით დაჯილდოებაც ამიტომ გადავწყვიტე”, – წერს პოროშენკო საკუთარი ფეისბუქის გვერდზე. “თავისუფლებას მისთვის განსაკუთრებული ღირებულება ჰქონდა. მან იცოდა, რომ თუ უკრაინა არ იქნებოდა თავისუფალი, ვერც რუსეთი გახდებოდა თავიუფალი. ის იბრძოდა როგორც უკრაინის, ასევე რუსეთის თავისულებისთვის”, – წერს პოროშენკო.